2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): პროექტი გულისხმობს გოდერძი ჩოხელის, როგორც მწერლისა და პოეტის, ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობასა და შესწავლას.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები წაიკითხავენ გოდერძი ჩოხელის ლექსებს, მოთხრობებსა და რომანებს, გაეცნობიან მრავალფეროვან გალერეას პერსონაჟებისას, საქართველოს მთაში დამკვიდრებულ ტრადიციებს, გაუღრმავდებათ სიყვარული და ინტერესი მხატვრული ლიტერატურისადმი.

5. მოსწავლეთა ასაკი: საბაზო საფეხური, IX კლასი, 15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას: საინფორმაციო ბუკლეტები, დღიურის წარმოება, სტუმრების მოწვევა, ექსკურსიები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოკამერა, საბეჭდი მანქანა/პრინტერი, პროექტორი, პროექტორი, ინტერნეტკავშირი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის მონაწილეები მოძიებიებენ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას; ფოტოკამერისა და ციფრული კამერის გამოყენებით აღბეჭდავენ სამუშაო პროცესს, მონაწილეთა შეხვედრებს, ექსკურსიებს და ა.შ. დაევალათ გოდერძი ჩოხელის კონკრეტული ნაწარმოებების წაკითხვა, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მონაკვეთებისა და ციტატების ამოწერა; პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაეცნობიან გოდერძი ჩოხელის პოეზიას (ლექსების კრებულში ,,მე’’ და მე’’), ამოიწერენ მათთვის საინტერესო ლექსებს. მოსწავლეები საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა წყაროების გამოყენებით მოიძიებენ საჭირო რესურსებს ხალხური სიმღერებისა და მელოდიების სახით.
![]() |
10. საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: აღნიშნულ პროექტს კავშირი აქვს გეოგრაფიასთან, ხელოვნებასთან, მუსიკასთან.
ქართ. IX. 5. მოსწავლე იყენებს დისკუსიისა და კამათის სტრატეგიებს;
· აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისთვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს ტექსტს;
· აუდიტორიის დასაინტერესებლად იყენებს სხვადასხვა საშუალებას.
ქართ. IX. 6. მოსწავლე კითხულობს ტექსტებს, მხატვრულსა და არამხატვრულს, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ ან სადავო საკითხებზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ;
· კითხულობს სხვადასხვა სირთულის ტექსტებს;
· გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ ტექსტებში წარმოდგენილ სხვადასხვა თვალსაზრისზე;
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო წიკლაური.
Комментариев нет:
Отправить комментарий