საწრეო მუშაობა 2

              
წრის დასახელება-ლიტერატურული სამყარო და მისი გმირები

Image result for წიგნები
წრის მიზანი - წრის მიზანია,  ხელი  შეუწყოს მოსწავლეებში მხატვრული ტექსტის ანალიზის  უნარის განვითარებას კრიტიკული/ანალიტიკური კითხვისა და წერის პრინციპების  გათვალისწინებითასევეგმირის / პერსონაჟის დახასიათებისა და   ნაწარმოებთან დაკავშირებული ისტორიულისოციალური და პოლიტიკური პრობლემების განხილვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.  დაიგეგმება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებირაც დაეხმარება მოსწავლეებს მხატვრული სახეების ამოცნობაში, ლიტერატურული ნაწარმოების როგორც ცალკეული  მიმართულებით გარჩევაშიისე მთლიანად ტექსტის ანალიზში ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემის გათვალისწინებით.

დისციპლინა - ქართული ენა და ლიტერატურა

პედაგოგი - ნინო წიკლაური

აქტუალურობა საწრეო მუშაობის  ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ  ლიტერატურული ტექსტის გააანალიზებასამისათვის კიპირველ რიგშიგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული წაკითხვაამდენადგაიაზრებენრომ მკითხველის როლი გაცილებით დიდიარადგან ლიტერატურული ტექსტი ყველა სხვა ტიპის ტექსტზე მეტად იძლევა ინტერპრეტირების საშუალებასბუნებრივიაინტერპრეტირება იმდენგვარად შეიძლებარამდენი მკითხველიც ჰყავს ტექსტსთუმცაუნდა აღინიშნოსრომ ამ შემთხვევაში ინტერპრეტირება არ შეიძლება იყოს ბოლომდე თავისუფალიმკითხველმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე არსებითი ფაქტორიც.
ნაწარმოების მხატვრული ანალიზიამავე დროსგულისხმობს ტექსტის ადეკვატურ გააზრებასგაგებასძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციისა და დეტალების გამიჯვნასკონკრეტული ფაქტების განზოგადებასა და პარალელების მოყვანასამა თუ იმ სიმბოლოს მოძებნასა და განმარტებასრაც სირთულეს წარმოადგენს უმრავლესობისთვის.

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა -2018 -2019 სასწავლო წლის  მეორე  სემესტრი

შეხვედრების განრიგი - მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ (ოთხშაბათობით,  მეშვიდე გაკვეთილზე,  13.45-14.25 საათზე).

მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი - XI  კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში - 10- 13  მოსწავლე

საწრეო მუშაობაში  გაერთიანებულ მოსაწავლეთა სია:

1.      

1.                  ანთია კესო
2.                  გოგინავა თათია
3.                  დემეტრაშვილი გიორგი
4.                  ერქვანია ელენე
5.                  მეშვილდიშვილი ანა
6.                  მხიტარიანი ანასტასია
7.                  მხიტარიანი მარიამ
8.                  ჭაობაშვილი ნინო
9.                  ხინჩაგაშვილი მარიამ




                                      წრის    მეცადინეობის   პროგრამა

                                                     XI  კლასი
                          2018 -2019 სასწავლო წელი,  მეორე  სემესტრი
(მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობითმეშვიდე გაკვეთილზე,  
13.45-14.25 საათზე).


თარიღი
                      თემის   დასახელება
საათების
 რაოდენობა
1
30.01.2019
 მხატვრული ტექსტის ანალიზის პირველი ეტაპიტექსტის კრიტიკული წაკითხვა.
სთ
2
06.02.2019
ავტორის მიზნის გააზრებაძირითადი სათქმელი
სთ
3
13.02.2019
მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები
სთ
4
20.02.2019
ტექსტში წარმოდგენილი  ქვეტექსტი
სთ
5
27.02.2019
სიუჟეტური ხაზიფაბულასაკვანძო ეპიზოდებიკულმინაცია
სთ
6
06.03.2019
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები (ეპითეტიმეტაფორა)
სთ
7
20.03.2019
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები (შედარებაჰიპერბოლა)
სთ
8
27.03.2019
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები (ალეგორიაგაპიროვნებაირონია...)
სთ
9
03.04.2019
გმირი ( როგორია ის?- დადებითიუარყოფითი,ტრაგიკულიკომიკურიგროტესკული და .)
სთ
10
10.04.2019
ავტორის დამოკიდებულება გმირისადმი (დადებითიუარყოფითი თუ ნეიტრალურიდა რაში ვლინდება ეს?
სთ
11
17.04.2019
ავტორის თხრობის მანერა
სთ
12
24.04.2019
ნაწარმოების თხრობის დინამიკა (ავტორისეული რიტმიმელოდიკა და .)
სთ
13
01.05.2019
ენობრივი საშუალებები პერსონაჟის მეტყველებაში (დიალექტიარქაიზმიჟარგონიბარბარიზმი,   ჩვეულებრივისადაარაფრით გამორჩეული ენა და .)
სთ
14
08.05.2019
მხატვრული ტექსტის ისტორიული ანალიზი
სთ
15
15.05.2019
მხატვრული ტექსტის ანალიზის სტრუქტურა
სთ
16
22.05.2019
ექსტური მასალიდან წარმოდ­გენილი სათანადო არგუმენტებიკონ­კრეტული მაგალითები
სთ
17
18
29.05.2019
05.06.2019
მხატვრული ნაწარმოების ანალიზის  ნიმუშებისგაცნობა
სთ
19
12.06.2019
ციტირებისა და ერიფრაზის ხერხები
სთ







წრის მუშაობაში გამოყენებული რესურსები:
1. მხატვრული ნაწარმოების ანალიზი – მეთოდური მითითებები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის -  ნინო ლომიძე
2. ეთევან გოჩიტაშვილი,  გიული შაბაშვილიანალიტიკური წერა
http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/wignebi/analitikuri%20werA/analitikur_i%20wera_11.htm
3. ოდერძი  ჩოხელის მოთხრობები
4. ოთარ ჭილაძის ლექსები  
5. ილია ჭავჭავაძის მოთხრობები
6. ვაჟა-ფშაველას პოემები
7. რევაზ ინანიშვილის ნოველები და მოთხრობები
8. გია მურღულიას წიგნი ,,სიბრძნე მინიატურაში’’
9. საკანცელარიო ნივთები:
ფერადი მარკერები, ვატმანის ქაღალდი A1, A4 ზომის ქაღალდი,  დაფა, კალამი.








  საწრეო მუშაობის პირველი დღე.
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები.
პირველი დღის თემა - მხატვრული ტექსტის ანალიზის პირველი ეტაპიტექსტის კრიტიკული წაკითხვა.
                         










                                                      მუშაობის მეორე დღე.
                              თემა-ავტორის მიზნის გააზრებაძირითადი სათქმელი.






            მესამე დღის თემაა მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები.
გურამ დოჩანაშვილისა (,,ბალახისფერი კაცი'') და რევაზ ინანიშვილის ნოველებზე დაყრდნობით  ვიმსჯელეთროგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიისიც აღვნიშნეთრომ მწერალი ძირითადად მაინც მთავარი გმირის საშუალებით გადმოგვცემს თავის ჩანაფიქრს.



                                   

           
                სიუჟეტური ხაზიფაბულასაკვანძო ეპიზოდებიკულმინაცია - ეს
 იყო დღევანდელი (მეე)  შეხვედრის თემა.  
                        







                   ტექსტში წარმოდგენილი  ქვეტექსტი - მეხუთე შეხვედრის თემა.
ქვეტექსტი არის აზრი, რომელიც ლოგიკურად არ გამომდინარეობს ტექსტიდან, მაგრამ მაინც აღმოცენდება რეციპიენტის ცნობიერებაში ავტორის მიერ შედარების, ალუზიის, ზმის , სიტყვის პოლისემიის, ციტატ(ებ)ის (ინტერტექსტის)... მიზანმიმართულად გამოყენების შედეგად. ქვეტექსტს მიმართავენ მაშინ, როცა სათქმელის აშკარად გაცხადება სახიფათო ან არადელიკატურია





                                                      დღე მეექვსე
თემამხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები (ეპითეტიმეტაფორა).
გავიხსენეთ ტროპული მეტყველების სახეებიკერძოდეპითეტი და მეტაფორავისაუბრეთ თითოეულის ფუნქციაზეგარდა ამისამოცემულ ტექსტში (.ჩოხელის ,,ვარდისფერი კაცი''მოძებნეს და გახაზეს აღნიშნული მხატვრული ხერხები და იმსჯელეს მა-თი გამოყენების ფუნქციაზე.


          

                                          
მეშვიდე შეხვედრა
გავიხსენეთ მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები - შედარება, ჰიპეროლა . ჩოხელის მოთხრობებში მოძებნეს და გახაზეს აღნიშნული ხერხები და იმსჯელეს მათი გამოყენების აუცილებლობასა და დატვირთვაზე.




                                          





                                                       
                                              
                                                    დღე მერვე.
თემამხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები (ალეგორია, ირონია, გაპიროვნება).

გავიხსენეთ ტროპული მეტყველების სახეებიკერძოდალეგორია, ირონია, გაპიროვნებავისაუბრეთ თითოეულის ფუნქციაზეგარდა ამისამოცემულ ტექსტებში (ოთარ ჭილაძის ლექსებსა  და ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში) მოძებნეს და გახაზეს აღნიშნული მხატვრული ხერხები და იმსჯელეს მათი გამოყენების მნიშვნელობაზე.




                                                          მეცხრე დღე.
საწრეო მუშაობის თემაა ლიტერატურული გმირი ( როგორია ის?- დადებითიუარყოფითიტრაგიკულიკომიკურიგროტესკული და .). 
შესწავლილი ნაწარმოებებიდან მოსწავლეებმა გაიხსენეს პერსონაჟები და  დაახასიათეს თითოეული.







                                            საწრეო მუშაობის მეათე დღე.
თემა -ავტორის დამოკიდებულება გმირისადმი (დადებითიუარყოფითი თუ ნეიტრალურიდა რაში ვლინდება ეს? . ინანიშვილის მოთხრობა ,,ლარას’’  მიხედვით მოსწავლეებმა იმსჯელეს  ავტორის დამოკიდებულებაზე გმირებისადმი და იმაზეც, თუ როგორ ახერხებს და  რა გზებით ავტორი აღნიშნულის გამოხატვას.




       ავტორის თხრობის მანერა - ეს იყო ჩვენი მეთერთმეტე შეხვედრის თემა.





მეთორმეტე დღე საწრეო მუშობისა.
თემა- ნაწარმოების თხრობის დინამიკა (ავტორისეული რიტმიმელოდიკა და .).






გაკვეთილი მეცამეტე.
ენობრივი საშუალებები პერსონაჟის მეტყველებაში (დიალექტიარქაიზმიჟარგონიბარბარიზმი,   ჩვეულებრივისადაარაფრით გამორჩეული ენა და .). აღნიშნული საკითხების და განსაკუთრებით კი, დიალექტიზმებისა და არქაიზმების გამოყენებაზე საუბრისას, პირველ რიგში, ვაჟა-ფშაველას პოემები განვიხილეთ.












           
            მეთოთხმეტე გაკვეთილი  პირველ ივნისს განსხვავებულ გარემოში ჩავატარეთ მცხეთაში, ნინოს მაყვლოვანში (სადაც, ისტორიული წყაროების თანახმადმცხეთაში მოსული ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში ,,ილოცვიდა ფარულად ადგილსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაითა’’). მხატვრული ტექსტის ისტორიული ანალიზი ლეონტი მროველის „მოქცევაი ქართლისაი“( ,,ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარის ნინოსი’’) მირიანის ნადირობა და მზის დაბნელება (შემოკლებით) მიხედვით განვიხილეთ. აღნიშნული ნაწარმოების შერჩევას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან სწორედ  პირველ ივნისს წმინდა მოციქულთასწორი ნინო საქართველოში შემობრძანდა. 
              გარდა ამისა, მოვილოცეთ სვეტიცხოველი და ვეწვიეთ თვითნასწავლი ხელოვანის, მებაღე-დეკორატორის,კონსტანტინე მამულაშვილის, ბაღს. ხელის შევლება აკლიაო, გვითხრა მისმა შვილთაშვილმა, ბაღზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც წალკოტი ვიხილეთ, სადაც იშვიათი და ეგზოტიკური მცენარეები და დიდი მებაღის ხელით შექმნილი კომპოზიციები დაგვხვდა.
















მეთხუთმეტე შეხვედრა.
თემა -მხატვრული ტექსტის ანალიზის სტრუქტურა.
მოსწავლეებს გავაცანი მხატვრული ტექსტის ანალიზის  სტრუქტურა- როგორც ნებისმიერი ანალიტიკური ტექსტი, წერითი დავალების ეს ტიპიც შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. თუ ანალიზის დროს ერთ-ერთი მათგანი მაინც იქნება უგულებელყოფილი, ნაშრომი არასრულფასოვნად მიიჩნევა და შეფასების შემთხვევაში დაბალი ქულა დაიწერება.
     შესავლის ფუნქციაა საკითხის დასმა, პრობლემის შესახებ მკითხველისათვის ძირითადი და წინასწარი ინფორმაციის მიწოდება. ძირითად ნაწილში უნდა განიხილოთ ზემოთ წარმოდგენილ პრობლემათაგან თქვენთვის საჭირო და თქვენს მიზანთან დაკავშირებული. რაც შეეხება დასკვნას, მისი მიზანია, შეაჯამოს, განაზოგადოს  მსჯელობა და მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილოს ძირითად სათქმელზე.




                              მეთქვსმეტე დღე საწრეო მუშაობისა.
თემა -ტექსტური მასალიდან წარმოდ­გენილი სათანადო არგუმენტებიკონ­კრეტული მაგალითები. 

დღევანდელი მუშობის მიზანი იყო,  მოსწავლეთათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ  პერსონაჟის დახასიათების, მხატვრული ტექსტის ანალიზისა და ა.შ. შემთხვევაში აუცილებელია საკუთარი შეხედულებების, მოსაზრებების დასაბუთება და გამყარება  ციტატები ტექსტიდან.


                            მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე გაკვეთილები.
მუშაობის თემა -მხატვრული ნაწარმოების ანალიზის  ნიმუშების გაცნობა.
მოსწავლეებს გავაცანი ორი ნიმუში მხატვრული ნაწარმოების ანალიზისა: პიროვნების გაორების საკითხი შექსპირის „ჰამლეტის“ მიხედვით და ავთანდილ ნიკოლეიშვილის „ნატვრის ხე.“



მეცხრამეტე  დღე.
                              ციტირებისა და პერიფრაზის ხერხების სწავლება.
გავიხსენეთ ციტირებისა და პერიფრაზირების მნიშვნელობები, ვისაუბრეთ,როგორ და როდის შეიძლება მათი გამოყენება, მოვიყვანეთ მაგალითები

Комментариев нет:

Отправить комментарий