საწრეო მუშაობა



წრის დასახელება- ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!’’

წრის მიზანი - წრის მიზანია, ხელი  შეუწყოს მართლწერისა და მართლმეტყველების განვითარებას მოსწავლეებში. ქართული ენის საფუძვლიან სწავლებას, როგორც ყოველთვის, ისე დღესდღეობით არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. დღეს სკოლებში ინტეგრირებულად ისწავლება ენა და ლიტერატურა, რაც იმას განაპირობებს, რომ სათანადო ყურადღება ვერ ექცევა მართლწერისა და ორთოეპიის  განვითარებას. აუცილებელია მეტი დრო დაეთმოს ზეპირი და წერილობითი მეტყველების  შესწავლას,  დაიგეგმოს მრავალფეროვანი და საინტერესო სავარჯიშოები, დავალებები, აქტივობები, რაც დაეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში. 


დისციპლინა - ქართული ენა



პედაგოგი - ნინო წიკლაური

აქტუალურობა - საწრეო მუშაობის  ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ გაიღრმაონ ცოდნა ქართულ ენაში. ისინი შეასრულებენ საინტერესო და მრავალფეროვან სავარჯიშოებს, რაც ხელს შეუწყობს მათს დაინტერესებასა და მოტივაციის ამაღლებას. ყოველი მომდევნო მეცადინეობა დაიგეგმება მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. მეტი მრავალფეროვნებისთვის ვესტუმრებით  . ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმს და ასევე, ჩავატარებთ სახალისო ვიქტორინას  საწრეო მუშაობის  ფარგლებში შესწავლილი საკითხების (კავშირთა სახეები და ფუნქციები, სტილისტიკის დარგი და სტილისტური ხარვეზები)  მიხედვით.  

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა -2017 -2018 სასწავლო ლის  მეორე  სემესტრ

შეხვედრების განრიგი - მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ (ორშაბათობითმერვე გაკვეთილზე,  14.50-15.30 საათზე).

მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი - X  კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში - 10- 13  მოსწავლე


       საწრეო მუშაობაში  გაერთიანებულ მოსაწავლეთა სია:


1.      ანთია კესო
2.      ბოლაშვილი შლვა
3.      ბურდულაძე ინა
4.      გოგინავა თათია
5.      მეშვილდიშვილი ანა
6.      მხითარიანი მარიამ
7.      ხინჩაგაშვილი მარიამ


                              წრის    მეცადინეობის   თემატური გეგმა
                                           
                                                     X  კლასი

                          2017 -201სასწავლო წელი,  მეორე  სემესტრი
(მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, მერვე   გაკვეთილზე,   14.50-15.30 საათზე).


თარიღი
           თემის   დასახელება
საათების რაოდენობა
1
12.02.2018
პირდაპირი ნათქვამი და მისი ფუნქცია
1 სთ
2
19.02.2018
პირდაპირი ნათქვამის ნაწილაკები: -მეთქი,
-თქო, ო
1 სთ
3
26.02.2018
ირიბი ნათქვამი და მისი ფუნქცია
1 სთ
4
05.03.2018
სასვენი ნიშნები პირდაპირ და ირიბ ნათქვამთან: ბრჭყალები, ორწერტილი, ტირე, მძიმე ...
1 სთ
5
19.03.2018
ციტირების წესები
1 სთ
6
26.03.2018
სტუმრად   გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში
1 სთ
7
02.04.2018
კავშირი, მისი ფუნქცია
1 სთ
8
16.04.2018
მაერთებელი კავშირები
1 სთ
9
23.04.2018
მაქვემდებარებელი კავშირები
1 სთ
10
30.04.2018
სტილისტიკა
1 სთ
11
07.05.2018
სტილისტური ხარვეზები: ტავტოლოგია, პლეონაზმი, პარონიმია 
1 სთ
12
14.05.2018
სტილისტური ხარვეზები: კალკი, ატროფია, კონტამინაცია
1 სთ
13
21.05.2018
ვიქტორინა ( კავშირთა სახეებისა და ფუნქციების, სტილისტიკის დარგისა და ხარვეზების  მიხედვით)   
1 სთ
14
28.05.2018
წინადადების განკერძოებული წევრები: მიმართვა, შორისდებული
1 სთ
15
04.06.2018
წინადადების განკერძოებული წევრები: განკერძოებული განსაზღვრება, განკერძოებული გარემოება
1 სთ
16
11.06.2018
წინადადების განკერძოებული წევრები: ჩართული, მიგებითი ნაწილაკები, დანართი
1 სთ



 წრის მუშაობაში გამოყენებული რესურსები:

სახელმძღვანელოები:
1. აბიტურიენტის წიგნი. ავტორები ქირიაქირია. რედ.: ბაღაშვილიბაკურაძეთბ. ,,მერიდიანი’’, 2009. 
2.      ქართული მართლწერის წესები და სავარჯიშოები. ავტორებიდარეჯან თვალთვაძე , ნანა გაფრინდაშვილი. რედაქტორებიგოგოლაშვილი, იმნაიშვილი.

3.      ქართული ენა - X კლასის სახელმძღვანელო ( პირველი და მეორე ნაწილი).  ავტორები: .არაბული, . რეხვიაშვილი, . შარაშენიძე, . შანყულაშვილი. გამომცემლობა ,,წყაროსთვალი,'' 2006.

საკანცელარიო ნივთები:
ფერადი მარკერები, ვატმანის ქაღალდი A1, A4 ზომის ქაღალდი, წებო, დაფა, კალამი.






მოსწავლეთა დასწრების განრიგი:

ქართული ენის წრეზე,  სახელწოდებით ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!’’
 https://docs.google.com/document/d/1yFG25Y_iD0-jT1OTMaQoN8P7RBP4-1IuU0uujzOpGak/edit





მოსწავლის შეფასების კითხვარი
https://docs.google.com/document/d/1iaN5-E7N6O__xKbqrGGtfYvQvby69bv-fC_YocPbxME/edit

   

მშობლის შეფასების კითხვარი

https://docs.google.com/document/d/1QXNJirR-Es3pFARe6ZWEmu_sVQo61YkCDLc7202dMsI/edit




საწრეო მუშაობის პირველი დღე
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები. ერთად შევიმუშავეთ   თვითშეფასების სახალისო ფორმები:

             


L  უმაღლესი

K კარგი

L  დამაკმაყოფილებელი



პირველი მეცადინეობის თემა იყო - პირდაპირი ნათქვამი. მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო  და მრავალფეროვანი სავარჯიშოები აღნიშნულ საკითხზე. 








 


საწრეო მუშობის მეორე შეხვედრა, საინტერესო და სახალისო. მოსწავლეებმა                  შეასრულეს პრაქტიკული    სავარჯიშოები  პირდაპირი ნათქვამის ნაწილაკებზე,                  მათ სწორად შერჩევასა და გამოყენებაზე.

















             მესამე შეხვედრა. მეცადინეობის თემა - ირიბი ნათქვამი და მისი ფუნქცია.



















საწრეო მუშობის მეოთხე შეხვედრა. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები სასვენ ნიშნებზე (ბრჭყალები, ორწერტილი, ტირე, მძიმე ...) პირდაპირ და ირიბ ნათქვამთან. თითოეულ მათ მიერ შესრულებულ დავალებას თავადვე აფასებდნენ წინასწარ შერჩეული შესაბამისი შეფასებით.

















 საწრეო მუშობის მეხუთე  შეხვედრა. თემა-ციტირების წესები.







სტუმრად   გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში.


საწრეო მუშობის მეშვიდე შეხვედრა.  თემა-კავშირი და მისი ფუნქცია.






ჩვენი მერვე შეხვედრა. მოსწავლეებმა გაიხსენეს მაერთებელი კავშირები და მათი  ფუნქციები. მიცემულ ტექსტებში გახაზეს აღნიშნული კავშირები  და თავადაც შეადგინეს წინადადებები მათი გამოყენებით.












მეცხრე შეხვედრა. მეცადინეობის თემა - მაქვემდებარებელი კავშირები.

მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე მეცადინეობათა თემა იყო სტილისტიკა და სტილისტური ხარვეზები.









მეცამეტე შეხვედრა. დღეს ვიქტორინის დღეა.

ჩვენი სამი  ბოლო გაკვეთილი. ვიმუშავეთ წინადადების განკერძოებულ წევრებზე: მიმართვა, შორისდებული, განკერძოებული განსაზღვრება, განკერძოებული გარემოება, ჩართული, მიგებითი ნაწილაკები და დანართი.


საწრეო მუშაობის რეფლექსია
https://docs.google.com/document/d/1rpJBL-zcBfdl_ulKLgq4_7fcBj_BoMrPmsQtJOmLs6Y/edit





Комментариев нет:

Отправить комментарий